Friday, December 18, 2009

კულტურული ღონისძიებები 2010 წელთან შესახვედრად


ახალი წელი ახლოვდება და ილუმინაციებით განათებულ თბილისში საახალწლო განწყობა იგრძნობა. საინტერესოა, რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება, სად, როგორ და რა ფასად შეგვიძლია გავატაროთ ახალი წლის საღამო და როგორ შევხვდეთ 2010 წელს.
ახალი 2010 წლის შესახვედრად უამრავი ღონისძიება იგეგმება. 25 და 26 დეკემბერს შარდენზე კონცერტებია დაგეგმილი. 31 დეკემბრის საღამოს კი რუსთაველზე ახალი წლის შესახვედრად გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. საახალწლო ბაზრობა და პატარ–პატარა ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა უბნებში 7 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა მანამდე 22, 23 და 24 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სერიალ „შუა ქალაქში“–ს მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება იუმორისტული ნომრები დასაწყისი 18:00 სთ–ზე. ასევე იგეგმება ლადო ათანელის საქველმოქმედო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში,რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. დასაწყისი 19:00 სთ–ზე.

სასტუმრო ”რედისონი” ახალი წლის ღამეს

სასტუმრო „რედისონი“ ახალ წელს პირველად ხვდება.პირველი ახალი წელი კი განსაკუთრებული და დამახასიათებელი უნდა იყოს „რედისონის“ და მისი ყველა სტუმრისთვის. საახალწლო მიღება აქ 12 სთ–დან დაიწყება. სამ ნაწილიანი საღამოს კულმინაცია ბრაზილიური, ცეცხლოვანი შოუ იქნება. აქ ახალი წლის ღამის გატარება 130 დოლარი ღირს.ვისაც სურვილი აქვს ახალი წელი კლუბში გაატაროს, არჩევანის გაკეთება მოუწევს. თბილისი ამ მხრივაც მრავალფეროვანია. კლუბი G.U.R.U. საახალწლოდ სამ დღიან ფესტივალს ატარებს. 31 დეკემბერს G.U.R.U.-ში მარკ ივენის საღამოა. პირველ იანვარს კი იმართება after party. იქნება დაჯილდოებებიც. ეს ყველაფერი G.U.R.U.-ს სტუმრებს 100 ლარი დაუჯდებათ.

საახალწლო პროგრამა კლუბებში
ვინც არჩევანს ivent house-ზე გააკეთებს ახალ წელს პალოვ სპელარის მუსიკის თანხლებით გაატარებს. პალოვ სპელარი საქართველოს ხუთკაციანი ბენდით მეორედ ეწვევა, 2006 წლის ბლექსი–ჯაზ ფესტივალის შემდეგ. საახალწლო საღამოზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდულია.
კრეატიული კომპანია „მოროშკინა“ და პარტნიორები ახალი წლის ღამეს ყველაზე ხალხმრავალ მეჯლისზე გეპატიჟებიან. შოუ აქ 11 სთ–ზე დაიწყება და დილის 8 სთ–მდე გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება ლამაზი შოუ, მოეწყობა მეჯლისი, იქნება ცოცხალი ორკესტრი, დაიდგმევა ბევრი სკეტჩი და რაც მთავარია იქნება პრიზებიც.

საახალწლო აფიშა კინოთეატრებში

რაც შეეხება კინოთეატრებს გაგაცნობთ საახალლო აფიშას: კინოთეატრი რუსთველი გთავაზობთ შემდეგ კინოებს: „გაღმა ნაპირი“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ამანათი“, „პლანეტა 51“ და „2012“. კონოთეატრ ამირანში საახალწლოდ შეგეძლებათ იხილოთ „ახალი მთვარე“ და „2012“ ხოლო კინო საქართველოში კი საახალწლოდ იქნება „ჭიანჭველების რისხვა“, „ყველაფერი კარგად იქნება“ „გაღმა ნაპირი“და „2012“. ასავე საახალწლოდ კინოთეატრებში ნაჩვენები იქნება „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ მეორე ნაწილი, რომლის გადაღებებიც ჯერ არ დასრულებულა. რეჟსორების თქმით მეორე ნაწილი უფრო სახალისო და საინტერესო იქნება. კინოთეატრებში ჯეოსელის ერთ–ერთი აქციის „ზუმის“ წევრებისთვის შეღავათები საახალწლოდაც გრძელდება, რომელიც არა მარტო სტუდენტებზე, არამედ ჯეოსელის ნებისმიერ აბონენტზე ვრცელდება. თუ ხარ ზუმის წევრი 1=2–ს, ანუ ყოველ სამშაბათს ზუმის წევრებისთვის ერთი ბილეთის ფასად ორი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი.
თეატრებში
საახალწლოდ ნაჩვენები იქნება სპექტაკლები თბილისის სხვადასხვა თეატრებში. თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალი წლის საღამო, რომელიმე თეატრში გაატაროთ, გაგაცნობთ რამდენიმე თეატრის აფიშას: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საახალწლოდ გთვაზობთ „სიყვარულის ანატომია“–ს დასაწყისი 20:00 სთ–ზე. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნება „სტუმარი“, დასაწყისი 19:45 სთ–ზე. თავისუფალ თეატრში საახალწლოდ შეგეძლებათ უყუროთ „ჯინსების თაობას“ 19:00სთ–ზე, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გათავაზობთ სპექტაკლს სახელწოდებით „მწირი“ დასაწყისი 18:00სთ–ზე. ვ. აბაშიძის სახელმწიფო თეატრი გთავაზობთ კომედიას „გაყრა“.ხოლო რაც შეეხება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს, მასში საახალწლოდ გადის კონოპრემიარა „კამინო რეალი“ დასაწყისი 19:00სთ–ზე.
კონკრეტულად სტუდენტებისთვის ამ ეტაპზე არც მერიის და კულტურის სამინისტროს პროგრამაში და არც კინოთეატრებში რაიმე მნიშვნელოვანი შეღავათები არ იგეგმება, გარდა ზუმის აქციისა და საახალწლო ფასდაკლებებისა ტანსაცმლის, საყოფასცხოვრებო ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიათა სხვადასხვა ქსელში, რაც არამარტო სტუდენტებზე, არამედ ყველა მომხმარებელზე ვრცელდება. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა, სად და როგორ შეხვდებით თეთრი ვეფხვის წელიწადს, ჩვენ კი წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს.

Wednesday, December 9, 2009

რა? სად? როდის? დასრულდა

სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გამართული ინტელექტუალური თამაშის რა? სად?როდის? ბოლო ფინალური ეტაპი გაიმართა სააქტო დარბაზში.წამყვანის ამპულაში თვითმმართველობის წევრი ლევან ბერიძე მოგვევლინა.ჟიურის წევრები იყვნენ :თვითმმართველობის პრეზიდენტი ილია გოგლიძე,გენერალური მდივანი ნინო რაჭველიშვილი და ვიცე პრეზიდენტები სანდრო ცაბუტაშვილი და როსტომ ხოზრევანიძე.
შემოდგომის სეზონის ინტელექტუალის ტიტული მიენიჭა გუნდს "დორიან გრეი". გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 1-ლი ადგილის სიგელი,მაისური უნივერსიტეტის ლოგოთი ,წიგნი"მსოფლიო ლიტერატურა-რჩეული მოთხრობები" და გარდამავალი თასი.მეორე ადგილზე გასული გუნდი "ჰიბრიდი" სიგელით,მაისურითა და ტარიელ ჭანტურიას ლექსების კრებულით დაჯილდოვდა.მესამე ადგილზე გასული გუნდს "სპექტრი" ისევე როგორც სხვა დანარჩენს მაისური და ადგილის სიგელი გადაეცა.
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაზფხულამდე დაემშვიდობა სტუდენტებს.

ერთ ლამაზი დღე ჩემი ცხოვრებიდან


ჩემი ერთი დღე ისევე მარტივია როგორც თვითონ ეს სიტყვა.დილით ადრე ვდგები ვკითხულობ დილის ლოცვებს,ხოლო შემდეგ ვემზადები უნივერსიტეტში წასასვლელად,რაც ამ ეტაპზე ჩემი ერთერთი უმთავრესი საზრუნავია.დღის უმეტეს ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ. ვცდილობ დრო მეგობრებისთვისაც გამოვნახო და უყურადღებოდ არ დავტოვო ისინი.თუმცა ხშირად მესმის მეგობრების მხრიდან წუწუნი მათი თქმით ყურადღებას ვერ ვაქცევ რაც ძალიან არ მოსწონთ.ასევე ჩემი ერთერთი მუდმივი საფიქრალი არის ჩემი ოჯახი რომელიც სამეგრელოში ცხოვრობს და ძალიან მენატრებიან.დღის ბოლოს მივდივარ სახლში სადაც ვისვენებ ვმეცადინეობ,ტელევიზორს ვუყურებ განტვირთვის მიზნით.როგორც წესი ვიძინებ გვიან რის გამოც დილით ადრე ადგომა ჩემტვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.ძილის წინ ვკითხულობ ლოცვებს და ვიძინებ მომავლის იმედით,იმედით იმისა რომ ხვალინდელი დილა უფრო ნათელი და დადებითი ემოციებით დატვირთული იქნება. და მაინც ...2009 წლის 14 ნოემბრის ლამაზი დილა გათენდა ...დილით ადრე ავდექი და გავემზადე ...მახსოვს ძალიან მეძინებოდა, მაგრამ ეს დღე ხომ ჩემი ლამაზი მეგობრის, ქორწილის დღე იყო...დილით როგორც კი ნინი დავიხე მივხვდი რომ მის ცხოვრებაში ერთერთი უბედნიერესი დღე იყო როცა ნინის თვალებში შევხედე ბედნიერებისგან უბრწყინავდა თვალები...ეს იყო დღე რომელიც ჩემს ცხოვრებასში ერთერთ ნათელ წერტილად მიმაჩნია..

Wednesday, December 2, 2009

ტელე კომპანია კავკასია

ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ_ერთი გამოკვეთილი ოპოზიციური აზრის მატარებელია ტელეკომპანია კავკასია,აქ ძირითადად ხელისუფლების მიმართ ოპზიციურად განწყობილი საზოგადოების აზრი დომინირებს. მით უმეტეს რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი თავად დავით აქუბარდია აშკარად გამოხატავს თავის აზრს დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით./www.kavkasiatv.ge/ ამ მისამართზე ნებისმიერ მსურველს შეუდზლია შევიდეს და გაიგოს კრიტიკული ვალით დანახული მიმდინარე მოვლენები. ტელეკომპანია კავკასიის მთავარ გვერდზე განთავსებულია დღის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ზოგადი ინფორმაცია.საიტზე შესვლის თანავე თვალში საცემი ხდება მასზე განთავსებული ინფორმაციები.აქ შეგიძლიათ იხილოთ კვირის მანძილზე ეთერში გასული თოქშოუები,ასევე ამინდის პროგნოზი და ჰოროსკოპი დაინტერესებულ პირთათვის.საიტზე შესვლისას შესაძლებლობა გეძლევათ პირდაპირ ეთერში ნახოთ გადაცემები.

Followers