Thursday, November 26, 2009

ჩინური ქორწილი





დიდ ქალაქებში საქორწინო ტრადიციები გარკვეულწილად დასავლეთიდან არის გადმოტანილი. ქორწილზე იხარჯება დიდი თანხა, რაც პრესტიჟის საქმეა. წარსულში ქორწილს ოჯახის წევრები ატარებდნენ. დანიშვნა ხდებოდა შუამავლის მეშვეობით, მას ჩუქნიდნენ საჩუქრებს და მისი მეშვეობით გადაცემდნენ ძღვენს სარძლოს. თუ ორივე მხარე თანახმა იყო, მაშინ მომავალი წყვილის ჰოროსკოპს ადგენდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ მათ შესაფერისობაში. მომავალ მეუღლეებს არ შეეძლოთ შეხვედრა ქორწილამდე. ჩვენ დროში სოფლებში ტრადიციების დაცვით ხდება ქორწინება, იმ განსხვავებით, რომ მეუღლეები უკვე იცნობენ ერთმანეთს.
დიდი მნიშნვნელობა ენიჭებოდა დანიშვნას, რადგან ის ნიშნავდა მოვალეობას, რომლის გადახედვა არ შეიძლებოდა. ამ დღეს ხდებოდა საჩუქრების გაცვლა. ქორწინების შესაფერისი დღეს ვარსკვლავთა განლაგების მიხედვით ადგენდნენ. სასიძო მიდიოდა საცოლესთან და მიყავდა სახლში. მომავალი მეუღლეები ქორწილზე წითელ ფერის ტანსაცმელში ეწყობოდნენ, რადგან წითელი-სიხარულის და ბარაქის ფერია. სახლში მისვლისას წყვილი მუხლს მოიყრიდა საკურთხევლის წინ და ზეცის, მიწის და წინაპრებისგან კურთხევას ითხოვდა, იმართებოდა დიდი ლხინი. ამის შემდეგ ახლად დაქორწინებულები მიყავდათ ცალკე ოთახში.

Wednesday, November 25, 2009

რა? სად? როდის?_იწყება


16 ნოემბერს დაიწყო რეგისტრაცია ინტელექტუალურ თმაშ რა?სად?როდის?_ზე, რომლის ორგანიზატორიც არის ი.ჭვჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.ინტელექტუალურ თამაშ რა?სად?როდის?_ზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას 1_ლი დან მე_4 კურსის ჩათვლით. სულ წარმოდგენილი იქნება 3 ჯგუფი და თითოში 8 გუნდი. ინტელექტუალური თამაში ერთ კვირას გასტანს. ჟიურიში წარმოდგენილი იქნებიან თვითმმართველობის წევრები და დასკვნით ეტაპზე მოწვეული სტუმარი. გამარჯვებულ გუნდს მიენიჭება შემოდგომის სეზონის ინტელექტუალის ტიტული. ხოლო მათ ვინც ვერ შეძლო და ვერ მიიღო მონაწილეობა შემოდგომის სეზონში შანსი ეძლევათ მოემზადონ გაზაფხულის სეზონისათვის. ინტელექტუალური თამაში რა?სად?როდის? გაიმართბა სააქტო დარბაზში, დაწრება თავისუფალია.





ნანა ბებია

ილია ჭავჭავაძის 172_ე წლის იუბილე


ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობით 2009 წლის 7 ნოემბერს ილია ჭავჭვაძის 172 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუდენტები იმყოფებოდნენ წიწამურში,სადაც დაასუფთავეს მემორიალური ძეგლის მიმდებარე ტერიტორია და ყვავილებით შეამკეს ძეგლი.ამის შემდგომ გაიმართა როსტომ ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია ,”ეკლიანი და პატარა გზა”.იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წიგნის ავტორმა და ილია ჭავჭვაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ილია გოგლიძემ.8 ნოემბერს გაიმართა მსვლელობა ი.ჭავჭავაძი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ,მთაწმინდის პანთეონამდე.ილიას იუბიოლეს დაკვნით ეტაპზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზსჰი გაიმართა პოეზიის საგამო.

ჩემი ოცნების ქალაქი


ვენეცია (იტ.: Venezia, ვენეც.: Venexia,Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი, იტალიის რეგიონის ვენეტო და ვენეციის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობა 2004 წლის 1 იანვრის აღწერით შეადგენდა 271.663 ადამიანს. ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე, მათ სერავს 160 არხი, 369 ხიდი. ქალაქი გამოყოფილია კონტინენტისაგან სრუტით, რომელზეც გადებულია 4 კმ. სიგრძის ჯებირი მატარებლის გასავლელად.

XII-XVII საუკუნეების უჩვეულო არქიტექტურის ქალაქი თითქოსდა გაქვავებულია ლურჯი არხების თავზე. სადგურის გარდა ვენეციაში არც ერთი თანამედროვე ნაგებობა არ არის, არც მეტრო, არც ავტომობილი, არც ტაქსი. არხებზე დაცურავენ ფანტასტიკური ნავები _ გონდოლები, მათი სიგრძეა 11 მ. ხოლო სიგანე _ 2 მ.-მდეა. იგი სწრაფად დაცურავს წყალზე, მორჩილად და მოხერხებულად ლავირებს სხვა გონდოლებს შორის.

ვენეციის შენობები თითქოს წყლიდან „ამოდიან¨, ტალღები ეშხეფება კიბეებს. შენობიდან გამოსული პირდაპირ გონდოლაში ხვდებით.

45 კმ-იანი გრანდეს არხის ბოლოს განთქმული _ წმინდა მარკოსის მოედანი მდებარეობს, სადაც ერთ დროს იყო სიკვდილით დასასჯელი ადგილი.

თითქმის ყველა სახლში სამხატვრო გალერეაა, კედლები ცნობილი მხატვრების მიერაა მოხატული.

ვენეცია განუმეორებელი ქალაქია, რომელიც უკვე 400 წელია მყარად და ნირშეუცვლელად დგას… მაგრამ დრო და წყალი არღვევს მათ მოჩვენებით სიმტკიცეს. იგი ნელ-ნელა იძირება წყალში, ყოველ წელიწადს მეოთხედი სანტიმეტრით

Followers