Thursday, November 26, 2009

ჩინური ქორწილი





დიდ ქალაქებში საქორწინო ტრადიციები გარკვეულწილად დასავლეთიდან არის გადმოტანილი. ქორწილზე იხარჯება დიდი თანხა, რაც პრესტიჟის საქმეა. წარსულში ქორწილს ოჯახის წევრები ატარებდნენ. დანიშვნა ხდებოდა შუამავლის მეშვეობით, მას ჩუქნიდნენ საჩუქრებს და მისი მეშვეობით გადაცემდნენ ძღვენს სარძლოს. თუ ორივე მხარე თანახმა იყო, მაშინ მომავალი წყვილის ჰოროსკოპს ადგენდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ მათ შესაფერისობაში. მომავალ მეუღლეებს არ შეეძლოთ შეხვედრა ქორწილამდე. ჩვენ დროში სოფლებში ტრადიციების დაცვით ხდება ქორწინება, იმ განსხვავებით, რომ მეუღლეები უკვე იცნობენ ერთმანეთს.
დიდი მნიშნვნელობა ენიჭებოდა დანიშვნას, რადგან ის ნიშნავდა მოვალეობას, რომლის გადახედვა არ შეიძლებოდა. ამ დღეს ხდებოდა საჩუქრების გაცვლა. ქორწინების შესაფერისი დღეს ვარსკვლავთა განლაგების მიხედვით ადგენდნენ. სასიძო მიდიოდა საცოლესთან და მიყავდა სახლში. მომავალი მეუღლეები ქორწილზე წითელ ფერის ტანსაცმელში ეწყობოდნენ, რადგან წითელი-სიხარულის და ბარაქის ფერია. სახლში მისვლისას წყვილი მუხლს მოიყრიდა საკურთხევლის წინ და ზეცის, მიწის და წინაპრებისგან კურთხევას ითხოვდა, იმართებოდა დიდი ლხინი. ამის შემდეგ ახლად დაქორწინებულები მიყავდათ ცალკე ოთახში.

No comments:

Post a Comment

Followers