Saturday, October 31, 2009

სტუდენტური თვითმმართველობა


ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობა 2008 წლის 27 ნოემბრიდან ფუნქციონირებს.თვითმმართველბა შედგება 83 წევრისაგან.სტუდენნტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ზემოთ აღნიშნული უნივერსიტეტის მე- 3 კურსის სტუდენტი ილია გოგლიძეა.
სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად,თვითმმართველობის წევრობა, მე-2თავის მე-7მუხლში,შემდეგნაირად არის განმარტებული:"თვითმმართველობის წევრობა მოიპოვება, სტუდენტების მიერ ფაკულტეტებზე ჩატარებული დემოკრატიული რაჩევნების საფეძველზე.
უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს აქ უფლება აირჩიოს ან\და არჩეულ იყოს თვვითმმართველობაში.
თვითმართველობის ვადა განისაზღვრება ორი წლით გამონაკლის წარმოადგენს სწავლის დამთავრება და ა.შ".
სტუდენტების უმეტესობას აინტერესებს როგორ უნდა გაწევრიანდნენ თვითმმართველაბაში და რა როლს შეასრულებენ ისინი?...სწორწდ ამ კითხვებზე პასუხობ მათ თვითმმართველობის სპრეზიდენტი ილია გოგლიძე."პირველრიგში,როცა სტუდენტი ინტერესდება თვითმმართველობით ის უნდა მოვიდეს ჩვენთან. სანამ არჩევნები ჩატარდება ჩვენ მას გავაცნოთ თვითმმართველობის სტრუქტურას,გავაწევრიანებთ, როგორც საპატიო წევრს და ჩავრთავთ სხვადასხვა ღონისძიებაში.თითოეულ დაინტერესებულ პირს ჩვენ ვაძლევთ შანსს.რათა მან მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია, დარწმუნდეს თავისი თავის შესაძლებლობებში.ხოლო, როცა ამჟამინდელ თვითმმართველობას შეუწყდება უფლება-მოსილება(ანუ არჩევიდან 2 წლის შემდგომ),სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში." თვითმმართველობის წევრების თქმით ისინი მზად არიან ნებისმიერ სტუდენტთან თანამშრომლობისათვის.
მთავარია მონდომება,იდეები და სურვილი ითანამშრომლოთ ჩვენთან,ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის.ამ სიტყვებით მიმართავს თვითმმართველობის პრეზიდენტი სტუდენტებს.
თვითმმართველობის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ნინო რაჭველიშვილის თქმით ისინი ბევრ შემეცნებით და სპორტულ ღონიძიებას გეგმავენ.უახლოეს მომავალში ანუ 7-8 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აპირებს ილია ჭავჭავაძის 172წლის იუბილეს აგნიშვნას.7 ნოემბერს ისინი მიდიან წიწამურში,რათა ი.ჭავჭავაძის მემორიალური ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთაონ,ხოლო ამის შემდგომ ი.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შედგება როსტომ ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია.წიგნის სახელწოდებაა"ეკლიანი და პატარა გზა".
8 ნოემბერს გაიმათება სტუდენტური მსვლელობა ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივრსიტეტიდან მთაწმინდის პანთეონამდე, რათა პატივი მიაგონ დიდი ილიას ხსოვნას.როგორც თვითმმართველობაში განგვიმარტეს ,პროექტის მიზანია სტუდენტებმა და რამარტო მათ, პატივი მიაგონ დიდი ილიას ხსოვნას.ზემოთ აღნიშნულ მსვლელობაში 22 უნივერსიტეტი იგებს მონაწილეობას.
ასევე უახლოეს გეგმებში შედის გასართობი შემეცნებითი სახის პროექტი,რა?სად?როდის?,ასევე კავენი.საფეხბურთო ტურნირი და ა.შ.
სხვადასხვა ღონიძიების გარდა თვითმმართველობაში შეადგინეს ანკეტები,რომლის მეშვეობითაც პირველრიგში შეძლებენ უფრო მეტი გაიგონ ბავშვების სურვილებისა და იდეების შესახებ,როგორც გენერალურმა მდივანმა ნინო რაჭველიშვილმა აღნიშნა ამ გამოკითხვის მიზანია სტუდენტებმა გაიგონ თვითმმარტველობის შესახებ,რომ სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს მათი იდეებისა და სურვილების განხორციელებაზე.
თვითმმართველბა სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონიძიებას პირდება და თითოეულ მათგანს აქტიურობისაკენ მოუწოდებს.


ავტორები:ნანა ბებია
ანი ქაჯაია

გ ა ე რ ო ს კ ვ ი რ ე უ ლ ი

17 და 23 ოქტომბერს .ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბებული გაეროს ახალგაზრდული კლუბის წევრები, ეწვივნენ წეროვანში დასახლებულ დევნილ მოსახლეობას. ეს ღონიძიება საქართველოს გაეროს ასოციაციასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით გაკეთდა. გაეროს ახალგაზრდული კლუბი დაკომპლლექტებულია სხვადასხვა უვივერსიტეტის სტუდენტებით და მათსშორის აქტიურად მონაწილეობენ ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.


გაეროს ახალგაზრდული კლუბი 2008წლის აპრილში დარეგისტრირდა.ამ კლუბის მიზნებში შედის დემოკრატიული პროცესების ჩგანვითარება ახალგაზრდების მონაწილეობის გზით,ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში,ასევე მათი ინფორმიტებულობა საერთაშორისო საკითხებზე, სამოქალაქო კეთილდღეობაზე ორიენტირებული ღღონისძიების განხორციელება,მათი შორის საქველმოქმედო აქციებისაც.ზემოთ ხსენებულ კლუბს 2008წლიდან დგემდე 20მდე ასეთი ღoნისძიოება აქვს ჩატარებული. გაეროს ახალგაზრდული კლუბის პრეზიდენტი გახლავთ .ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, დავით გუმბერიძე.

გაეროს კვირეულის ფარგლებში 17 დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ .ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში,თბილისის ეკონომიკურ ურთiრთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტსა და .ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა სემინარები ზოგადად გაეროს ისტორიაზე და მის როლზე საქართველოში.

17 ოქტომბერს წეროვანის საჯარო სკოლაში ბავშვებს ჩაუტარდათ ტრეინინგები ეკოლოგიაზე,ხოლო ამის შემდეგ ზაალ სულაკაურის დახმარებით ჩატარდა კონკურსი ხატვაში.23 ოქტომბერს 5 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელიც დაჯილდოვდა, საბავშვო ენციკლობედიათა კრებულით, ასევე ბავშვებს გადაეცათ სკოლის ბიბლიოთეკა.დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ბავშვებთან ერთად სიმბოლურად რამდენიმე ხე დარგეს სკოლის ეზოში.

გაეროს კვირეულის დასკვნითი ეტაპი გაიმართა 24 ოქტომბერს,დღის 3 საათზე .ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.ახალგაზრდული კლუბის წევრებმა დაწვრილებით ისაუბრეს გაეროს საქმიანობაზე და მის როლზე საქართველოში,ასევე ფართოდ იქნა განხილული ეკოლოგია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

ავტორები:ნანა ბებია

ანი ქაჯაია

Tuesday, October 20, 2009

ახალი წელი სამეგრელოში


საქართველო ტრადიციების ქვეყანაა,ყოველ შემთხვევაში ეს ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპია,ამ ეტეპზე ახალი წლის ტრადიციებზე უფრო კონკრეტულად კი სამეგრელოში რასებულ ტრადიციებზე გესაუბრებით. სამეგრელოში ახალი წლის აღსანიშნავად საგანგებოდ ემზადებიან,მზადება ერთი კვირით ადრე იწყება და მთელი ოჯახი აქტიურად არის ჩართული ამ სამზადისში.პიველ რიგში ნაძვისხე ირთვება ჩიჩილაკი,თოვლის ბაბუა და თოვლი დედოფალი აუცილებელი ატრიბუტია.ნაძვისხის მორთვა ახალი თაობის პრეროგატივაა.31 დეკემბერს ზუსტად 12საათზე სუფრა გაშლილი უნდა იყოს რათა მთელი ოჯახი ერთად დასხდეს და თითო ჭიქით ადღეგრძელონ ერთმანეთი და მიულოცონ ახალი წლის დადგომა ერთმანეთს.აღნიშნულ სუფრაზე აუცილებელი ანუ ტრადიციული კერძებია:საცივი,გოჭის ხორცი,ტკბილეული და რათქმა უნდა შავი გვინო.ახლ წელს მთელი ოჯახი ერთად უნდა შეხვდეს,რათა ოჯახური მთლიანობა არ დაირღვეს.1ლიანვარს კი მეზობლები ,ნათესავები ერთმანეთში მიდი-მოდიან და ულოლოცავენ ხალი წლის დადგომას. ახალი წლის დადგომიდან 2 კვირაში 15 იანვარს სამეგრელოში აგნიშნავენ ბედობას ,მეგრულად მას "კუჩხას" უწოდებენ.(მისი თარგმანი მეგრულიდან ქარულში იქნენება ფეხობა).14 იანვარს ოჯახის უხუცესი ჯამში ყრისღერღილს,დებს კვერცხს და ფულს.15ში ადრე დგება უხუცესი, სახლის ყველა კუთხეში და მოაბნევს გერგილს სიტყვებით :გამრავლდით,ეს წელი სიკეთის მომტანი ყოფილიყოსო.მას შემდეგ რაც გარეთ მორჩება საქმიანობას სახლში შედის სადაც ოჯახისწევრებს უმასპინძლდება ზემოთ აგნიშნული ტკბილეულით და ლოცვით.ამ დგეს მაკუჩხური როგორც ამას სამეგრელოში ეძახიან სახლიდან არ უნდა გავიდეს რათა თან არ გაიყოლოს ის რაც მათ ოჯახს დაებედა.მეზობლები ერთმანეთში არ გადადიან,რადგან ამ დგეს ესათუის მეზობელი შეიძლება არა სასიამოვნო სტუმარი აგმოჩნდეს.როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში სამეგრელოშიც ახალი წლის დადგომას დიდი ზარზეიმით ელოდებიან და მუდამ აქვთ იმედი იმსა რომ ახლი წელი მათთვის სიკეთის მომტანი იქნება.

ახალი წელი



ახალი წელი ავსტრალიაში პირველი იანვრიდან იწყება, მაგრამ ზუსტად ამ დროს იქ ისეთი სიცხეა, რომ სანტა კლაუსი საჩუქრებს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი არიგებს.

იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს…იტალიელები თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ მათ ახალი წელი.

ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თვითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ “საცოლეებს, ხოლო გოგონები – “საქმროებს’’. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის.

Wednesday, October 14, 2009

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი



ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაქტობრივად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა. 1918 წელს ქართველი ხალხის დიდი შვილის, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1930 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააუქმა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ამ დროიდან მოყოლებული 1933 წლამდე თბილისში ფუნქციონირებდა.
1992 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და იგი ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტად იწოდება.
კადრების მომზადების, სამეცნიერო პოტენციალის მაღალი დონისა და მოწინავე ქვეყნების სამეცნიერო სასწავლებლებთან დამყარებული ფართო კავშირების შედეგად უნივერსიტეტმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტის ისტორია ამ შვიდი ათწლეულის წინათ დაიწყო და ამჟამად იგი შესანიშნავი ტრადიციებით გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველი ერის კულტურულ-ინტელექტუალური და ზნეობრივი აღზრდის საქმეში. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №39 დადგენილების თანახმად განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Wednesday, October 7, 2009

zugdidi

zugdidis botanikuri bagi

Followers