საქართველო ტრადიციების ქვეყანაა,ყოველ შემთხვევაში ეს ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპია,ამ ეტეპზე ახალი წლის ტრადიციებზე უფრო კონკრეტულად კი სამეგრელოში რასებულ ტრადიციებზე გესაუბრებით. სამეგრელოში ახალი წლის აღსანიშნავად საგანგებოდ ემზადებიან,მზადება ერთი კვირით ადრე იწყება და მთელი ოჯახი აქტიურად არის ჩართული ამ სამზადისში.პიველ რიგში ნაძვისხე ირთვება ჩიჩილაკი,თოვლის ბაბუა და თოვლი დედოფალი აუცილებელი ატრიბუტია.ნაძვისხის მორთვა ახალი თაობის პრეროგატივაა.31 დეკემბერს ზუსტად 12საათზე სუფრა გაშლილი უნდა იყოს რათა მთელი ოჯახი ერთად დასხდეს და თითო ჭიქით ადღეგრძელონ ერთმანეთი და მიულოცონ ახალი წლის დადგომა ერთმანეთს.აღნიშნულ სუფრაზე აუცილებელი ანუ ტრადიციული კერძებია:საცივი,გოჭის ხორცი,ტკბილეული და რათქმა უნდა შავი გვინო.ახლ წელს მთელი ოჯახი ერთად უნდა შეხვდეს,რათა ოჯახური მთლიანობა არ დაირღვეს.1ლიანვარს კი მეზობლები ,ნათესავები ერთმანეთში მიდი-მოდიან და ულოლოცავენ ხალი წლის დადგომას. ახალი წლის დადგომიდან 2 კვირაში 15 იანვარს სამეგრელოში აგნიშნავენ ბედობას ,მეგრულად მას "კუჩხას" უწოდებენ.(მისი თარგმანი მეგრულიდან ქარულში იქნენება ფეხობა).14 იანვარს ოჯახის უხუცესი ჯამში ყრისღერღილს,დებს კვერცხს და ფულს.15ში ადრე დგება უხუცესი, სახლის ყველა კუთხეში და მოაბნევს გერგილს სიტყვებით :გამრავლდით,ეს წელი სიკეთის მომტანი ყოფილიყოსო.მას შემდეგ რაც გარეთ მორჩება საქმიანობას სახლში შედის სადაც ოჯახისწევრებს უმასპინძლდება ზემოთ აგნიშნული ტკბილეულით და ლოცვით.ამ დგეს მაკუჩხური როგორც ამას სამეგრელოში ეძახიან სახლიდან არ უნდა გავიდეს რათა თან არ გაიყოლოს ის რაც მათ ოჯახს დაებედა.მეზობლები ერთმანეთში არ გადადიან,რადგან ამ დგეს ესათუის მეზობელი შეიძლება არა სასიამოვნო სტუმარი აგმოჩნდეს.როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში სამეგრელოშიც ახალი წლის დადგომას დიდი ზარზეიმით ელოდებიან და მუდამ აქვთ იმედი იმსა რომ ახლი წელი მათთვის სიკეთის მომტანი იქნება.
mec megreli var da mixaria rom chveni tradicia ar ikargeba!
ReplyDelete