Saturday, October 31, 2009

სტუდენტური თვითმმართველობა


ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობა 2008 წლის 27 ნოემბრიდან ფუნქციონირებს.თვითმმართველბა შედგება 83 წევრისაგან.სტუდენნტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ზემოთ აღნიშნული უნივერსიტეტის მე- 3 კურსის სტუდენტი ილია გოგლიძეა.
სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად,თვითმმართველობის წევრობა, მე-2თავის მე-7მუხლში,შემდეგნაირად არის განმარტებული:"თვითმმართველობის წევრობა მოიპოვება, სტუდენტების მიერ ფაკულტეტებზე ჩატარებული დემოკრატიული რაჩევნების საფეძველზე.
უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს აქ უფლება აირჩიოს ან\და არჩეულ იყოს თვვითმმართველობაში.
თვითმართველობის ვადა განისაზღვრება ორი წლით გამონაკლის წარმოადგენს სწავლის დამთავრება და ა.შ".
სტუდენტების უმეტესობას აინტერესებს როგორ უნდა გაწევრიანდნენ თვითმმართველაბაში და რა როლს შეასრულებენ ისინი?...სწორწდ ამ კითხვებზე პასუხობ მათ თვითმმართველობის სპრეზიდენტი ილია გოგლიძე."პირველრიგში,როცა სტუდენტი ინტერესდება თვითმმართველობით ის უნდა მოვიდეს ჩვენთან. სანამ არჩევნები ჩატარდება ჩვენ მას გავაცნოთ თვითმმართველობის სტრუქტურას,გავაწევრიანებთ, როგორც საპატიო წევრს და ჩავრთავთ სხვადასხვა ღონისძიებაში.თითოეულ დაინტერესებულ პირს ჩვენ ვაძლევთ შანსს.რათა მან მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია, დარწმუნდეს თავისი თავის შესაძლებლობებში.ხოლო, როცა ამჟამინდელ თვითმმართველობას შეუწყდება უფლება-მოსილება(ანუ არჩევიდან 2 წლის შემდგომ),სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში." თვითმმართველობის წევრების თქმით ისინი მზად არიან ნებისმიერ სტუდენტთან თანამშრომლობისათვის.
მთავარია მონდომება,იდეები და სურვილი ითანამშრომლოთ ჩვენთან,ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის.ამ სიტყვებით მიმართავს თვითმმართველობის პრეზიდენტი სტუდენტებს.
თვითმმართველობის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ნინო რაჭველიშვილის თქმით ისინი ბევრ შემეცნებით და სპორტულ ღონიძიებას გეგმავენ.უახლოეს მომავალში ანუ 7-8 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აპირებს ილია ჭავჭავაძის 172წლის იუბილეს აგნიშვნას.7 ნოემბერს ისინი მიდიან წიწამურში,რათა ი.ჭავჭავაძის მემორიალური ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთაონ,ხოლო ამის შემდგომ ი.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შედგება როსტომ ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია.წიგნის სახელწოდებაა"ეკლიანი და პატარა გზა".
8 ნოემბერს გაიმათება სტუდენტური მსვლელობა ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივრსიტეტიდან მთაწმინდის პანთეონამდე, რათა პატივი მიაგონ დიდი ილიას ხსოვნას.როგორც თვითმმართველობაში განგვიმარტეს ,პროექტის მიზანია სტუდენტებმა და რამარტო მათ, პატივი მიაგონ დიდი ილიას ხსოვნას.ზემოთ აღნიშნულ მსვლელობაში 22 უნივერსიტეტი იგებს მონაწილეობას.
ასევე უახლოეს გეგმებში შედის გასართობი შემეცნებითი სახის პროექტი,რა?სად?როდის?,ასევე კავენი.საფეხბურთო ტურნირი და ა.შ.
სხვადასხვა ღონიძიების გარდა თვითმმართველობაში შეადგინეს ანკეტები,რომლის მეშვეობითაც პირველრიგში შეძლებენ უფრო მეტი გაიგონ ბავშვების სურვილებისა და იდეების შესახებ,როგორც გენერალურმა მდივანმა ნინო რაჭველიშვილმა აღნიშნა ამ გამოკითხვის მიზანია სტუდენტებმა გაიგონ თვითმმარტველობის შესახებ,რომ სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს მათი იდეებისა და სურვილების განხორციელებაზე.
თვითმმართველბა სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონიძიებას პირდება და თითოეულ მათგანს აქტიურობისაკენ მოუწოდებს.


ავტორები:ნანა ბებია
ანი ქაჯაია

No comments:

Post a Comment

Followers